ჩვენ ვკითხულობთ

2013 წლიდან სასახლის უმცროსკლასელთა კლუბი ატარებს ვიქტორინა-კონკურსს ,,ჩვენ ვკითხულობთ“, რომლის  მიზანია საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაცია, კითხვის სწორი სტრატეგიისა და კულტურის დანერგვა, მხატვრული ლიტერატურისადმი სიყვარულის ამაღლება, გემოვნებისა და ესთეტიკური ხედვის დახვეწა, მოზარდთა ჰარმონიული და ინტელექტუალური განვითარება.

ჩატარდა ვიქტორინა -კონკურსები, რომლებიც ეძღვნებოდა ვაჟა-ფშაველას,  ნოდარ დუმბაძის, გოდერძი ჩოხელის, ასტრიდ ლინდგრენის,  რევაზ ინანიშვილის, ოტია იოსელიანის შემოქმედებას.

2013-2014 სასწავლო წელს გამარჯვებული გუნდებისათვის მოეწყო ექსკურსია ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში, ოზურგეთის რაიონის სოფელ ზენობანში.

2014-2015 სასწავლო წელს გამარჯვებული გუნდებისათვის მოეწყო ექსკურსია აკაკი წერეთლის  სახლ-მუზეუმში, სხვიტორში.

პროექტის ორგანიზატორი:

ნათია ჭითანავა – უმცროსკლასელთა კლუბის კოორდინატორი.

ტელ:  555 142 192