ვაკანსია №1

პოზიციის დასახელება: სამხატვრო ხელმძღვანელი
ორგანიზაცია:
ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის „მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე“
კატეგორია:
კულტურა
განაცხადი მიიღება: 13.06.2023 წლიდან
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა:
15.06.2023 წ.
თანამდებობრივი სარგო:
1750 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ზუგდიდი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი

ფუნქციები:

ა) ხელმძღვანელობს სახელოვნებო, შემოქმედებით და საშემსრულებლო მიმართულებებს.
ბ) ზედამხედველობს ფართომასშტაბიან ღონისძიებებს.
გ) მეთოდოლოგიურ დამხარებას უწევს სახელოვნებო, შემოქმედებითი და საშემსრულებლო ჯგუფების მენეჯერებს.
დ) კოორდინირებას უწევს კულტურულ ღონისძიებებში „მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის“ ჩართულობას.
ე) შეიმუშავებს პროექტებს სასწავლო-მეთოდური განყოფილების განვითარებისათვის (კულტურული
მიმართულებით).
ვ) მისი კომპეტენციის ფარგლებში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ დაუყოვნებლივ აწვდის ინფორმაციას
ორგანიზააციის დირექტორს და მათი აღმოფხვრის მიზნით წარუდგენს წინადადებებს.
ზ) პასუხისმგებელია მის დაქვემდებარებაში არსებული ინვენტარის მოვლა-პატრონობაზე.
თ) ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე.

მოთხოვნები:
საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე

მინიმალური განათლება: უმაღლესი

სამუშაო გამოცდილება: კულტურის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება (უპირატესობად
ჩაითვლება სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება).

ენები:

ქართული (წერითი უნარები და მეტყველება)
დამატებითი ინფორმაცია

კონკურსანტმა ორგანიზაციის მეილზე ( zugdidi.youthpalace@gmail.com ) უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის
დოკუმენტები:

CV
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა
დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციის მითითებით).

კონკურსის ეტაპები:

წარდგენილი განცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის
დადგენა
;

გასაუბრება
;

კონკურსის ეტაპების და შედეგების შესახებ კანდიდატს ეცნობება ელექტრონული ფორმით, ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო კომისიის მისამართი: ზუგდიდი, იონა მეუნარგიას ქ. № 06
ტელეფონის ნომერი: +995 579 16 36 36; +995 595 41 14 56

საკონტაქტო პირი: ნანა გოგინავა