ვაკანსია №2

პოზიციის დასახელება: დარბაზის მართვის კოორდინატორი

ორგანიზაცია:  ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის „მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე“

კატეგორია:  მატერიალურ-ტექნიკური საკითხები

განაცხადი მიიღება: 2023 წლის 20 სექტემბრიდან

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა:  2023 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით

თანამდებობრივი სარგო: 900 ლარი

ადგილების რაოდენობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა: ზუგდიდი

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ფუნქციები:

ა) უზრუნველყოფს  სასახლის საკონცერტო დარბაზის ფუნქციონირების  გრაფიკის გაწერას.

ბ) ვალდებულია  დამქირავებელს გაუწიოს კონსულტაცია დარბაზის მომსახურების  ტარიფებზე.

გ) ვალდებულია უზრუნველყოს დამქირავებლის წინაშე არსებული ვალდებულების ჯეროვანი  შესრულება.

დ) კონტროლს უწევს დარბაზის მომსახურე  პერსონალის მუშაობას.

ე) ვალდებულია დროულად აცნობოს დირექტორს ნებისმიერი წარმოქმნილი პრობლემის შესახებ, რომელიც ხელს შეუშლის დარბაზის სრულყოფილ ფუნქციონირებას.

ვ) მეთვალყურეობს დარბაზის გამართულად ფუნქიონირებას.

ზ) კაპელდინერებს აწვდის საჭირო ინფორმაციას დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

თ) პასუხისმგებელია ღონისძიების დაწყებამდე  და დასრულების შემდეგ შეამოწმოს დარბაზის, საოპერატორო და დამხმარე ოთახების, ასევე ფოიეს მდგომარეობა.

ი) სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე ასრულებს განყოფილების უფროსის ცალკეულ დავალებებს.

კ) პასუხისმგებელია მის დაქვემდებარებაში არსებული ინვენტარის მოვლა-პატრონობაზე.

ლ) ანგარიშვალდებულია მატერიალურ-ტექნიკურ საკითხთა განყოფილების უფროსის წინაშე.

მ) ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე.

აუცილებელი მოთხოვნები:

საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე

მინიმალური განათლება: უმაღლესი

უნარები:

დისციპლინირებულობა/კომუნიკაბელურობა;
პასუხისმგებლობა/ორგანიზებულობა;

დროის მენეჯმენტი;

გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;

ენები:

ქართული (წერითი უნარები და მეტყველება)

სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

დამატებითი ინფორმაცია

კონკურსანტმა ორგანიზაციის მეილზე (zugdidi.youthpalace@gmail.com ) უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტები:

  • CV
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

კონკურსის ეტაპები:

წარდგენილი განცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

გასაუბრება;

შედეგების გამოცხადება.

კონკურსის ეტაპების და შედეგების შესახებ კანდიდატს ეცნობება ელექტრონული ფორმით, ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. ზუგდიდი, იონა მეუნარგიას ქ. № 6

ტელეფონის ნომერი: (+995)579 16 36 36, (+995)595 41 14 56

საკონტაქტო პირი: ნანა გოგინავა