ჩვენს შესახებ

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის „მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე“ წარმოადგენს სკოლისგარეშე, მრავალპროფილიან, სააღმზრდელო – საგანმანათლებლო  დაწესებულებას, რომელიც მოზარდებს ეხმარება თავისუფალი დროის სწორად ორგანიზებას და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენაში. უზრუნველყოფს პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების მიღწევების ათვისებისათვის პრაქტიკული და თეორიული მუშაობის წარმართვას, საყმაწვილო ჟურნალისტიკის განვითარებას.

უზრუნველყოფს ხელოვნების სხვადასხვა დარგის  მაღალპროფესიულ დონეზე სწავლებას და პოპულარიზაციას (ქართული ფოლკლორი,  ხალხურ საკრავთა  ანსამბლი, კლასიკური და  საესტრადო მუსიკა, ვოკალურ – ინსტრუმენტული ანსამბლი, ქართული-ხალხური ქორეოგრაფია, საყმაწვილო თეატრი, სამეჯლისო – სპორტული  და თანამედროვე   ცეკვები, ბალეტი, პანტომიმა, დრამატული სტუდია).

სასახლეში ტარდება სასწავლო შემოქმედებითი კონფერენციები, ინტელექტუალურ – შემეცნებითი თამაშობები, ვიქტორინები, სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტები, გამოფენები, შეხვედრები, დისპუტები, ლაშქრობები,  მასობრივი სპორტული ღონისძიებები, სხვა საგნობრივი კონკურსები, გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა – კონკურსები, ექსპედიციები, საქველმოქმედო აქციები, მოსწავლე-ახალგაზრდობის დღეები.          სხვადასხვა ქალაქის მოზარდთა დამეგობრების მიზნით, სასახლის მხატვრული კოლექტივები წარმატებით მონაწილეობენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ გამართულ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალებსა და სხვა ღონისძიებებში. მოზარდებს უყალიბდებათ ეროვნული კულტურის სიყვარული და პატივისცემა სხვა ერების კულტურისადმი.

სარეგისტრაციო ფორმა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე აცხადებს 2023-24 სასწავლო წლისთვის 5-დან 18 წლამდე მოსწავლეთა მიღებას.

რეგისტრაციისთვის საჭიროა წარმოადგინოთ ქვემოთ მოცემული დოკუმენტები არაუგვიანეს 30 ოქტომბრისა:

1. 1 ფოტოსურათი 3X4;
2. მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი;
3. ორივე მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით: m.a.sasaxle@gmail.com

დეტალური ინფორმაციისთვის მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: ქ. ზუგდიდი, იონა მეუნარგიას ქ. # 6 , მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, საკონტაქტო: (+995) 579 16 36 36