2014 წლიდან სასახლეში წარმატებით ხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ერთობლივი პროექტი ,,ნორჩი მკვლევარი’’.
კონკურსის მიზანია მოზარდებში კულტურული და რელიგიური ფასეულობებისადმი დამოკიდებულების ამაღლება, წინაპრების მიერ შექმნილი მემკვიდრეობის მნიშვნელობის გაცნობიერება და მათი დაცვის საქმეში აქტიურ ჩართვა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს.
კონკურსის ორგანიზატორები:
ლაშა ჯიქია – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განყოფილების უფროსი.
მედეა თორია – ბავშვთა თვითმმართველობა ,,ოდაბადეს“ კოორდინატორი.
ტელ: 599 69 15 25 ; 577 61 88 64